ჩვენ შესახებ

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი შედგება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან, რომლებსაც აერთიანებს სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო თავის გარშემო. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი შეიძლება იყოს კრეატიული და ამის საკუთარ თავში აღმოჩენას შეუძლია ადამიანი შეცვალოს, გაუხსნას ახალი თვალთახედვა, გახადოს უფრო თავდაჯერებული და აქტიური.
ამასთანავე, გვჯერა, რომ კრეატიულობას არ განსაზღვრავს თანდაყოლილი ნიჭი ან გენეტიკა, არამედ ის ყველა ჩვენგანშია და არის პროცესი, რომლის სწავლაც ადვილია, და უნარი, რომელის განვითარებაც შესაძლებელია. ამიტომ ვეძებთ, ვსწავლობთ, ვმოქმედებთ, ვაზიარებთ გამოცდილებას და ვეხმარებით სხვებს სიახლეების აღმოჩენაში.

ჩვენი საქმიანობის მიზნებია

  • განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა ცოდნის მიღების და უნარების განვითარების ინოვაციური მეთოდოლოგიების და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის და ადვოკატირების გზით;
  • სოციალური და ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესების მხარდაჭერა თანამედროვე მეწარმეობის საუკეთესო გამოცილებების დანერგვის და ადვოკატირების გზით.